ოპოზიციონერი ლიდერები დიდი ბრიტანეთის, გერმანიისა და საფრანგეთის ელჩებს ხვდებიან - Palitra News

ოპოზიციონერი ლიდერები დიდი ბრიტანეთის, გერმანიისა და საფრანგეთის ელჩებს ხვდებიან

2026-10-20 11:34:27+04:00

ოპოზიციური პარტიების ნაწილის ლიდერები საქართველოში აკრედიტებულ ელჩებს ხვდებიან. შეხვედრა დიდი ბრიტანეთის საელჩოში ამ წუთებში მიმდინარეობს. შეხვედრაში მონაწილეობენ დიდი ბრიტანეთის, გერმანიისა და საფრანგეთის ელჩები.

ადგილზე უკვე მივიდნენ „ლელო - ძლიერი საქართველოს" ლიდერი ბადრი ჯაფარიძე, ასევე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ფავლენიშვილი, „ფედერალისტების" ლიდერი გიგა ბოკერია, „კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია, ასევე, გიორგი გახარიას პარტიის წარმომადგენელი.