საფრანგეთში სოციალური უკმაყოფილება მასშტაბურ საპროტესტო გამოსვლებში გადაიზარდა. ცხოვრების გაძვირების, განათლების სისტემაში არსებული პრობლემებისა და საჯარო სერვისების გაუარესების წინააღმდეგ დაწყებულ აქციებს თან დაერთო შეტაკებები პოლიციასთან, ძარცვა და ხანძრები. ხელისუფლება ძალადობრივ ჯგუფებზე საუბრობს, თუმცა დემონსტრანტები აცხადებენ, რომ მათი სოციალური მოთხოვნები უყურადღებოდ დარჩა. პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი წესრიგის აღდგენას ითხოვს, შინაგან საქმეთა მინისტრი კი მომხდარზე პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე იღებს