ჟურნალისტ ვახო სანაიას 30-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა - Palitra News

ჟურნალისტ ვახო სანაიას 30-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა

2026-10-19 12:42:36+04:00

ჟურნალისტ ვახო სანაიას 30-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება, მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა მიიღო. სხდომას არ ესწრებოდა ჟურნალისტი, ვახო სანაია, ვინაიდან მიიჩნევს, რომ „პოსტების გამო დევნა აბსრუდულია“. ის საკუთარ საცხოვრებელ სახლში იმყოფება. შინაგან საქმეთა სამინისტრო სანაიას სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სამი პოსტის გამო პოლიტიკური თანამდებობის პირების შეურაცხყოფას ედავებოდა. მანამდე სანაია პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილისა და დეპუტატ ვლადიმერ ბოჟაძის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერილი პოსტის გამო 14 დღიან ადმინისტრაციულ პატიმრობაში იმყოფებოდა.