მარკო რუბიო აცხადებს, რომ დონალდ ტრამპს რუსეთის წინააღმდეგ სანქციებისა და ტარიფების 60 დღით დაპაუზება სურს, რათა გაანალიზდეს მათი გავლენა გლობალურ ეკონომიკაზე - Palitra News

მარკო რუბიო აცხადებს, რომ დონალდ ტრამპს რუსეთის წინააღმდეგ სანქციებისა და ტარიფების 60 დღით დაპაუზება სურს, რათა გაანალიზდეს მათი გავლენა გლობალურ ეკონომიკაზე

2026-10-18 12:18:20+04:00

დონალდ ტრამპს რუსეთის წინააღმდეგ ენერგეტიკული სანქციებისა და ტარიფების 60 დღით შეჩერება სურს, რათა გაანალიზებულ იქნას მათი გავლენა გლობალურ ეკონომიკაზე. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ მედიასთან საუბარში განაცხადა.

"პრობლემა იმაშია, რომ ეს მხოლოდ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები არ იყო. ის რიგი ქვეყნების წინააღმდეგ ტარიფებს მოიცავს - მაგალითად, ინდოეთის და სხვების. და, ვფიქრობ, პრეზიდენტს 60-დღიანი პაუზის აღება სურს, რათა გააანალიზოს, რა გავლენა ექნება სანქციებისა და ტარიფების შემოღებას გლობალურ ეკონომიკაზე და აშშ-ის ეკონომიკაზეც. ვფიქრობ, როდესაც [ლინდსი გრემის] კანონპროექტი იქნა მიღებული, ერთ-ერთი მიზეზი თუ რატომ იყო მასში ჩადებული გამონაკლისები, იყო იმის გაგება, რომ გარკვეული დროის მონაკვეთი დასჭირდებოდათ ამის შესასწავლად, ყველა იმ სხვადასხვა რამის გათვალისწინებით, რაც მსოფლიოში ხდება, მათ შორის ენერგეტიკის გლობალურ მიწოდებებზე ზეწოლის, რომელიც ხდება არა მხოლოდ ირანის, არა მხოლოდ ჰორმუზის სრუტის, არამედ სულ უფრო მეტად „ჰუსიტების“ მიერ საუდის არაბეთზე თავდასხმების და რუსეთ-უკრაინის ომის გამო, სადაც ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა იბომბება. ასე რომ, ამასაც აქვს გავლენა გლობალურ ფასებზე," - განაცხადა რუბიომ.

უკრაინისთვის Starlink-ის სისწრაფის შენელებასთან დაკავშირებით, რუბიომ განაცხადა, რომ "თეთრ სახლში არავის არავისთვის არ უბრძანებია ინტერნეტის შენელება ან სისწრაფის შენელება, რათა გარკვეულმა დრონებმა ვერ გამოიყენონ ის".