Reuters - ალბანეთში მთავრობის საწინააღმდეგო აქციაზე დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკებები მოხდა - Palitra News

Reuters - ალბანეთში მთავრობის საწინააღმდეგო აქციაზე დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკებები მოხდა

2026-10-17 18:12:33+04:00

ალბანეთში მთავრობის საწინააღმდეგო აქციაზე დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკებები მოხდა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ალბანეთის დედაქალაქ ტირანას ცენტრში პრემიერ-მინისტრ ედი რამას გადადგომის მოთხოვნით დღეს ათასობით ახალგაზრდა შეიკრიბა.

პროტესტი ძალადობრივ ქმედებებში გადაიზარდა მას შემდეგ, რაც ახალგაზრდების ჯგუფმა პოლიციას ქვები დაუშინა, ხოლო პოლიციამ მათ დასაშლელად ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა.

სტუდენტები კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლასა და სამუშაო ადგილებს ითხოვენ.

პოლიციის მონაცემებით, ტირანაში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე 500 დემონსტრანტი დააკავეს, რომელთან 330 უკვე გაათავისუფლეს.

ბოლო ინფორმაციით, აქციებზე დაახლოებით 120 პოლიციელი და 45 დემონსტრანტი დაშავდა.