Reuters - რომის პაპს საავადმყოფოდან დღეს გაწერენ - Palitra News

Reuters - რომის პაპს საავადმყოფოდან დღეს გაწერენ

2026-10-17 14:58:13+04:00

რომის პაპს საავადმყოფოდან დღეს გაწერენ, - ინფორმაციას Reuters-ი ვატიკანზე დაყრდნობით ავრცელებს.

ვატიკანის ცნობით, რომის პაპ ლეო XIV-ს ფილტვის კიბოს ოპერაციის შემდეგ სახლში დაბრუნების ნებართვა მისცეს.

რომი პაპი ლეო XIV კვირის ლოცვას სახლიდან გაუძღვება.

შეგახსენებთ, 71 წლის რომის პაპს ფილტვის კიბოს ოპერაცია სამშაბათს, რომის „ჯემელის“ საავადმყოფოში ჩაუტარდა. ქირურგებმა მას მარჯვენა ფილტვის ნაწილი ამოკვეთეს.