„ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისთან, სადაც უმრავლესობის სხდომა უნდა გაიმართოს, მოქალაქეები აქციას მართავენ.
მათ სხვადასხვა შინაარსის ბანერები და დროშები აქვთ მიტანილი. მათ შორის, ბანერები წარწერებით: „ქოცობას ინანებს ყველა“; „ქოცობა = ქვეყნის ღალატს“; „სისხლიანი 14 წელი“.
პარალელურად, „ქართული ოცნების" ოფისში უმრავლესობის წევრები იკრიბებიან. ჯერ პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართება, შემდეგ კი სხდომას უმრავლესობის წევრები გამართავენ.