ოპოზიცია არ გამორიცხავს, რომ „ქართული ოცნების“ ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავებების სია გაიზარდოს და შემდეგი მამუკა მდინარაძე ან თიკა რუხაძე აღმოჩნდნენ. ვარაუდები „კულტურის პალატის“ ხელმძღვანელის, დავით ოქიტაშვილის, ხმაურიან განცხადებას მოჰყვა. მან კულტურის ყოფილ მინისტრს პატრიარქის დაკრძალვისთვის გამოყოფილი სახელმწიფო თანხების ხარჯვის შესახებ კითხვები საჯაროდ დაუსვა და განაცხადა, რომ რუხაძე მამუკა მდინარაძის გავლენებით სარგებლობდა.