თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა ვატო ყიფიანს, ავთანდილ ბილანიშვილს, იგივე „კაწროს“ დაშოთა ყიფიანს. გადაწყვეტილება მოსამართლე დავით კურტანიძემ მიიღო. სხდომას სამივე ბრალდებული ესწრებოდა. პროკურატურა მათთვის პატიმრობას, ხოლო დაცვის მხარე კი თითოეულის შემთხვევაში 3 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა.
სამივე მათგანს ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას ედავებიან. გამოძიების ინფორმაციით, ისინი 14 ოქტომბერს, თბილისში, ერთ-ერთ რესტორანში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების გამო დააკავეს.