ადვოკატის ინფორმაციით, ძალადობის ბრალდებით დაკავებული ვატო ყიფიანი, ავთანდილ ბილანიშვილი, იგივე კაწრო და შოთა ყიფიანი დუმილის უფლებით სარგებლობენ - Palitra News

ადვოკატის ინფორმაციით, ძალადობის ბრალდებით დაკავებული ვატო ყიფიანი, ავთანდილ ბილანიშვილი, იგივე კაწრო და შოთა ყიფიანი დუმილის უფლებით სარგებლობენ

2026-10-16 11:20:53+04:00

ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტები, ვატო ყიფიანი და ავთანდილ ბილანიშვილი, იგივე კაწრო, დუმილის უფლებით სარგებლობენ. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს" მათმა ადვოკატმა მარიკა ფხალაძემ განუცხადა.

დუმილის უფლებით სარგებლობს მესამე დაკავებულიც - შოთა ყიფიანიც.

როგორც მათი ადვოკატი აცხადებს, დაკავებულების პოზიციის გათვალისწინებით, ამ ეტაპზე მედიასთან კომენტარს არ აკეთებს.

სამივე დაკავებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს. პროკურატურა სამივე მათგანის მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის გამოყენებას მოითხოვს.

ცნობისთვის, ვატო ყიფიანს, ავთანდილ ბილანიშვილსა და შოთა ყიფიანს ჯგუფურად ჩადენილი ძალადობას ედავებიან. უფრო კონკრეტულად კი, ისინი 14 ოქტომბერს, ქალაქ თბილისში, ერთ-ერთ რესტორანში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების გამო დააკავეს, რა დროსაც დაკავებულები დაზარალებულს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ძალადობა, ჩადენილი ჯგუფურად) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს