ზურაბ ჯაფარიძე, რომელიც გუშინ თურქეთის საზღვარზე დააკავეს, საქართველოში დააბრუნეს - Palitra News

ზურაბ ჯაფარიძე, რომელიც გუშინ თურქეთის საზღვარზე დააკავეს, საქართველოში დააბრუნეს

2026-10-15 12:54:44+04:00

თურქულმა მხარემ, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, დღეს საქართველოში დააბრუნა.

ზურაბ ჯაფარიძეს თურქეთში შესვლაზე უარი გუშინ უთხრეს და დააკავეს.

ცნობისთვის, მისი დაკავების შესახებ თავდაპირველად ინფორმაცია „ალდემ“ გაავრცელა, რის შემდეგადაც თავად ზურაბ ჯაფარიძემ სოციალ ქსელში განცხადება გაავრცელა და განაცხადა, რომ “2025 წლის ნოემბრიდან „ბანი“ ადევს თურქეთში შესვლაზე”.

„დღეს მივფრინავდი ბრიუსელში, Renew Europe-ის მიწვევით მონაწილეობა უნდა მიმეღო ლიდერების სამიტში. თურქეთში მიწევდა ავიაკომპანიის გამოცვლა. საზღვარზე დამაკავეს.

როგორც მიხსნიან, 2025 წლის ნოემბრიდან „ბანი“ მადევს თურქეთში შესვლაზე. რაღაც ინფორმაცია აქვთ მიღებული ჩემზე საქართველოს ოფიციალური სტრუქტურებიდან. ხვალ დილით მაბრუნებენ თბილისში.

სამწუხაროდ, მნიშვნელოვანი შეხვედრების შესაძლებლობა დავკარგე. სხვა არაფერი სანერვიულო,“ - წერს ჯაფარიძე.