რუსულმა ძალებმა უკრაინის ქალაქ კროპივნიცკზე თავდასხმა განახორციელეს, არიან დაშავებულები - Palitra News

რუსულმა ძალებმა უკრაინის ქალაქ კროპივნიცკზე თავდასხმა განახორციელეს, არიან დაშავებულები

2026-10-15 09:57:54+04:00

უკრაინაში რუსეთის საჰაერო იერიშები გრძელდება - რუსულმა ძალებმა უკრაინის ქალაქ კროპივნიცკზე თავდასხმა განახორციელეს, არიან დაშავებულები. ამავდროულად, კი ოფიციალური კიევი ფრონტზე კრიტიკულად მნიშვნელოვანი Starlink-ის სისტემის მუშაობის შეფერხებას ეხმაურება. უკრაინული მხარის განცხადებით, სისტემაზე დაწესებულმა შეზღუდვებმა სამხედრო დრონების ოპერაციები შეაფერხა. უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ კავშირის შენარჩუნება ფრონტზე სამხედროების უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანია. უკრაინის ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა მიხაილო ფედოროვმა კი Starlink-ის მუშაობის აღდგენისა და სამხედრო საჭიროებებთან ადაპტირების შესახებ ისაუბრა. ამ ფონზე აშშ-ის კონგრესში უკრაინის მხარდამჭერები შეშფოთებას გამოთქვამენ და ვაშინგტონს კიევისთვის დახმარების გაგრძელებისკენ მოუწოდებენ. უკრაინა კვლავ ითხოვს სამხედრო და სადაზვერვო მხარდაჭერას, მაშინ როცა ფრონტზე ბრძოლები და რუსეთის საჰაერო დარტყმები გრძელდება.