შალვა პაპუაშვილი სამუშაო ვიზიტით იტალიის დედაქალაქ რომში პარლამენტის დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა. პარლამენტის თავმჯდომარე კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებს და ორ სესიაზე სიტყვით გამოვა. დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრებიც. „ არა საერთაშორისო, არამედ ტურისტული შეხვრედრები“ - ასე უწოდებენ ოპოზიციაში შალვა პაპუაშვილის დაგეგმილ ვიზიტებს, მათი შეფასებით, მსგავს შეხვედრებს ქრთული პოლიტიკისთვის სარგებელი არ მოაქვს, რადგან ქართული ოცნება ანტიდემოკრატიული ქმედებების შეწყვეტას არ აპირებს.