აშშ-ის კონგრესის ორპარტიული ჯგუფი - შეშფოთებულები ვართ უკრაინიდან ცნობებით, რომ შეჩერებულია აშშ-ის მხრიდან სადაზვერვო ინფორმაციისა და Starlink-ის სერვისებით უზრუნველყოფა - კონგრესი ასეთ შეზღუდვებს არ დაუშვებს - Palitra News

აშშ-ის კონგრესის ორპარტიული ჯგუფი - შეშფოთებულები ვართ უკრაინიდან ცნობებით, რომ შეჩერებულია აშშ-ის მხრიდან სადაზვერვო ინფორმაციისა და Starlink-ის სერვისებით უზრუნველყოფა - კონგრესი ასეთ შეზღუდვებს არ დაუშვებს

2026-10-14 20:59:16+04:00

შეშფოთებულები ვართ უკრაინიდან ცნობებით, რომ შეჩერებულია აშშ-ის მხრიდან სადაზვერვო ინფორმაციისა და Starlink-ის სერვისებით უზრუნველყოფა, კონგრესი ასეთ შეზღუდვებს არ დაუშვებს. ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის კონგრესის უკრაინის საკითხთა ორპარტიული ჯგუფი ავრცელებს.

განცხადების ხელმომწერები უკრაინის საკითხთა ჯგუფის თანათავმჯდომარეები არიან: კონგრესმენები - მარსი კაპტური (დემოკრატიული პარტია), ბრაიან ფიცპატრიკი (რესპუბლიკური პარტია), მაიკ ქვიგლი (დემოკრატიული პარტია) და ჯო უილსონი (რესპუბლიკური პარტია).

“შეშფოთებულები ვართ უკრაინიდან ცნობებით, რომ შეჩერებულია აშშ-ის მხრიდან სადაზვერვო ინფორმაციისა და Starlink-ის სერვისებით უზრუნველყოფა, რაც უკრაინაში უდანაშაულო სამოქალაქო პირებსა და ამერიკის მოქალაქეებს რუსული თავდასხმების საფრთხის წინაშე ტოვებს.

კონგრესს არაერთხელ მკაფიოდ განუცხადებია, რომ შეერთებულმა შტატებმა უნდა მიაწოდოს [უკრაინას] სადაზვერვო მხარდაჭერა რუსეთის დაუნდობელი დარტყმებისგან ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. აშშ-ის მოკავშირეები იხდიან Starlink-ზე უკრაინის წვდომისთვის.

შეზღუდვები, რომლებიც მშვიდობიან მოსახლეობას საფრთხეში აგდებს, მიუღებელია და კონგრესი მათ არ დაუშვებს,” - ნათქვამია განცხადებაში.