ენერგეტიკული ზავი, რომელიც ომის შეჩერების იმედად გამოცხადდა, ჯერ კიდევ განცხადებებისა და ურთიერთბრალდებების საგანია. რუსული რაკეტები კვლავ ურტყამს უკრაინის ქალაქებსა და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას, უკრაინული დრონები კი რუსეთის ტერიტორიაზე სამიზნეებს აღწევს. ამ ფონზე დონალდ ტრამპი მოსკოვთან ეკონომიკურ ურთიერთობებსაც განიხილავს და აცხადებს, რომ ვაშინგტონი ორივე მხარესთან მუშაობს ომის დასასრულებლად.