ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბის ერთი წლის საქმიანობის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა - Palitra News

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბის ერთი წლის საქმიანობის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა

2026-10-14 10:23:17+04:00

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბის ერთი წლის საქმიანობის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებაზე 2025–2026 წლებში განხორციელებული პროექტები, ეროვნული და საერთაშორისო ოლიმპიადების შედეგები და ქართველი მოსწავლეების მიღწევები წარადგინეს. საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბი 2025 წელს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში შეიქმნა. ის ეროვნული ნაკრებების პროფესიულ მომზადებასა და ოლიმპიადებში საქართველოს მონაწილეობის ხელშეწყობაზეა ორიენტირებული. ტექ ოლიმპიადების ჰაბის არსებობის პირველ წელს ქართველმა მოსწავლეებმა საერთაშორისო ოლიმპიადებზე ასპარეზობა 12 მედლითა და 4 საპატიო სიგელით დაასრულეს.