გრეტა ტუნბერგი ფრანგი მოსწავლეების საპროტესტო აქციას შეუერთდა - პროტესტი სკოლებში პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით გრძელდება - Palitra News

გრეტა ტუნბერგი ფრანგი მოსწავლეების საპროტესტო აქციას შეუერთდა - პროტესტი სკოლებში პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით გრძელდება

2026-10-13 21:17:59+04:00

შვედი ეკოაქტივისტი გრეტა ტუნბერგი პარიზის ჩრდილოეთ გარეუბანში გამართულ ახალგაზრდების საპროტესტო აქციას შეუერთდა. მისი განცხადებით, ფრანგი მოსწავლეები მსოფლიოს აჩვენებენ, როგორ შეიძლება ძალადობრივი სისტემის წინააღმდეგ პროტესტის გამოხატვა. ტუნბერგმა ასევე გააკრიტიკა ეკონომიკური უთანასწორობა და აღნიშნა, რომ მილიონობით ადამიანი მდიდარი უმცირესობის ინტერესების გამო ზარალდება. საფრანგეთში საპროტესტო გამოსვლები გასულ თვეში დაიწყო. აქციის მონაწილეები მასწავლებლების დეფიციტსა და სკოლების შენობების არასათანადო მდგომარეობას აპროტესტებენ. პროტესტი ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში გავრცელდა.