ბათუმში, ბესიკის ქუჩის 81 ნომერში მცხოვრებლები მშენებლობის შეჩერებას ითხოვენ - Palitra News

ბათუმში, ბესიკის ქუჩის 81 ნომერში მცხოვრებლები მშენებლობის შეჩერებას ითხოვენ

2026-10-13 16:14:47+04:00

ბათუმში, ბესიკის ქუჩის 81 ნომერში მცხოვრებლები მშენებლობის შეჩერებას ითხოვენ. ადგილობრივების განცხადებით, 1200 კვადრატულ მეტრ ფართობზე 26-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა მიმდინარეობს, რამაც მომიჯნავე სახლებისა და ეზოების დაზიანება გამოიწვია. მოსახლეობა ბათუმის მერიისგან საკითხის შესწავლას და იმის დადასტურებას ითხოვს, რომ სამუშაოები მათი საცხოვრებელი სახლებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.