ირანის ელჩი უარყოფს, რომ თბილისში ძაღლმა დაკბინა - Palitra News

ირანის ელჩი უარყოფს, რომ თბილისში ძაღლმა დაკბინა

2026-10-13 12:53:07+04:00

ჩვენი ერთ-ერთი დიპლომატი დაშავდა, მე არ დავშავებულვარ!- ამის შესახებ ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში სეიედ ალი მოუჯანი სოციალურ ქსელში.

აღნიშნულით ელჩი ეხმაურება გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, ის თბილისში ძაღლმა დაკბინა.

„როდესაც ძაღლი პატრონს კარგავს!

ჩვენი ერთ-ერთი დიპლომატი დაშავდა. ეს ამბავი გავრცელდა და თითქოს რაღაც უცნაური მოხდა: დიპლომატი დაწინაურდა - ელჩი გახდა.

მნიშვნელოვანი განმარტება: მე არ დავშავებულვარ! როგორც ჩანს ჩემამდე ამ ამბავმა საავადმყოფოში მიაღწია.

ჩვენს დაშავებულ კოლეგას მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ. ნეტა, ზოგი ამბავი უფრო გონივრულად, ზუსტად და დამაჯერებელი სიმართლით ვრცელდებოდეს!” - წერს ელჩი.

შეგახსენებთ, გუშინ გავრცელდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ირანის ელჩს თბილისში ძაღლმა უკბინა და ძაღლების მოგერიების დროს დიპლომატმა ფეხი მოიტეხა.