რუსული ემბარგო - სანიტარიული შეზღუდვა თუ პოლიტიკური ბერკეტი - Palitra News

რუსული ემბარგო - სანიტარიული შეზღუდვა თუ პოლიტიკური ბერკეტი

2026-10-13 10:02:21+04:00

რუსული ემბარგო - სანიტარიული შეზღუდვა თუ პოლიტიკური ბერკეტი? რუსეთმა საქართველოში წარმოებული რამდენიმე კომპანიის პროდუქციის იმპორტი აკრძალა.. ოფიციალურ მიზეზად სანიტარიულ მოთხოვნებთან შეუსაბამობა სახელდება. პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძეც ამბობს, რომ ხელისუფლება საკითხს სწავლობს და იმედი აქვს, რუსეთი გადაწყვეტილებას შეცვლის. ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია ბიზნესის ინტერესების დაცვა და ისეთი პოლიტიკის გატარება, რომელიც ეკონომიკურ რისკებს შეამცირებს. თუმცა გადაწყვეტილების მოტივი კითხვის ნიშნებს აჩენს ოპოზიციისთვის, მომხდარს ქართული ოცნების მიერ რუსეთთან დათმობების პოლიტიკის შედეგად აფასებენ. ოპოზიციის მსგავსად, ექსპერტებიც თვლიან, რომ მოსკოვი ეკონომიკურ ბერკეტებს პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს და დათმობებით არ კმაყოფილდება.