ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების გზავნილები პოლიტიკური შეფასებების თემაა. ხელისუფლების ოპონენტების თქმით, თბილისსა და ბრიუსელს შორის ურთიერთობების გაუარესება მმართველი გუნდის გადაწყვეტილებებს უკავშირდება.. თვლიან, რომ ევროპული ინტეგრაციის პროცესის შეფერხება ქვეყნის პოლიტიკურ და ეკონომიკურ ინტერესებს აზიანებს, ქართული ოცნება კი ცდილობს საქართველო იზოლიციაში მოაქციოს.