ოპოზიციის შეფასებით, სავაჭრო შეზღუდვებს რუსეთი პოლიტიკური ზეწოლისთვის გამოიყენებს - Palitra News

ოპოზიციის შეფასებით, სავაჭრო შეზღუდვებს რუსეთი პოლიტიკური ზეწოლისთვის გამოიყენებს

2026-10-12 20:36:47+04:00

ოპოზიციის შეფასებით, სავაჭრო შეზღუდვებს რუსეთი პოლიტიკური ზეწოლისთვის გამოიყენებს

რუსეთმა საქართველოდან ზოგიერთი ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელის იმპორტი აკრძალა. აკრძალულ სასმელებს შორისაა ღვინო, კონიაკი, ლუდი, „კოკა-კოლა“ და მინერალური წყალი „ნაბეღლავი“.რუსეთის მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და ადამიანის კეთილდღეობის ზედამხედველობის ფედერალურმა სამსახურმა დროებითი სანიტარიული ზომები აამოქმედა და რუსეთში იმ პროდუქტების შეტანა და გაყიდვა აკრძალა, რომლებიც, მათი შეფასებით, ქვეყანაში მოქმედ მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს. საკითხზე 2 დღეა, კეთდება პოლიტიკური შეფასებები.