რუსეთი ოკუპირებული სოხუმისა და ცხინვალის მიმართ ძალის გამოუყენებლობის გარანტიებს ითხოვს
ქართულ ოცნებაში აცხადებენ, რომ საქართველოს ხელისუფლება ძალისხმევას არ იშურებს, რათა რუსეთმა თავისი საოკუპაციო პოლიტიკა შეცვალოს და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარების პოლიტიკას დაუბრუნდეს. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში, რომელი ოკუპირებულ ტერიტორიებს ეხება, სიახლე არაფერია. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველოს ოკუპირებული სოხუმისა და ცხინვალის მიმართ ძალის გამოუყენებლობის შესახებ გარანტიების გასცემა და ე.წ. საზღვრების დემარკაცია მოსთხოვა. ქართულ ოცნებას არასაკმარისი და არაეფექტური ნაბიჯების გადადგმაში ადანაშაულებს ოპოზიცია.