მეფე ხალიდის საერთაშორისო აეროპორტზე თავდასხმას, სულ მცირე, ერთი ადამიანი ემსხვერპლა, 12 კი დაშავდა - Palitra News

მეფე ხალიდის საერთაშორისო აეროპორტზე თავდასხმას, სულ მცირე, ერთი ადამიანი ემსხვერპლა, 12 კი დაშავდა

2026-10-12 15:53:23+04:00

საუდის არაბეთის სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში აცხადებენ, რომ მეფე ხალიდის საერთაშორისო აეროპორტზე თავდასხმას, სულ მცირე, ერთი ადამიანი ემსხვერპლა, 12 კი დაშავდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილები, სადაც საჭირო სამედიცინო დახმარებას უწევენ. აღნიშნულ თავდასხმას წინ უძღოდა რიადის საერთაშორისო აეროპორტზე განხორციელებული დარტყმა, რომელზეც პასუხისმგებლობა ირანის მიერ მხარდაჭერილმა „ჰუსიტებმა“ აიღეს. ამ თავდასხმის შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა, 300 ზე მეტი კი დაიჭრა.