ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს ხელისუფლებას აკრიტიკებენ, ამბობენ, რომ ქართველ ხალხს სურს იყოს ევროპის ნაწილი, თუმცა მთავრობა შესაბამის ნაბიჯებს არ დგამს. დღევანდელ შეხვედრამდე ითქვა ისიც, რომ ვიდრე ქართული ოცნება მიღებული კანონების გამო უკუსვლას განაგრძობს მათთან თანამშრომლობა არ განიხილება. კრიტიკას კრიტიკთვე პასუხობენ საქართველოს ხელისუფლებაში. „ასეთი ევროპარლამენტით ევროკავშირში არ უნდა გველოდონ, არ ვაპირებთ გვერდით დავუჯდეთ იმ ხალხს, რომელთაც ქართველი ხალხის მიმართ ზიზღი აქვთ“ - განაცხადა დღეს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა. რას ითხოვს ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებისგან და რა არის მიუღებელი "ქართული ოცნებისთვის"?