მოსკოვი თბილისს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ძალის გამოუყენებლობის გარანტიებს სთხოვს - რა პასუხი აქვს „ქართულ ოცნებას“ - Palitra News

მოსკოვი თბილისს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ძალის გამოუყენებლობის გარანტიებს სთხოვს - რა პასუხი აქვს „ქართულ ოცნებას“

2026-10-12 15:42:11+04:00

"ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ საქართველოს ხელისუფლება ძალისხმევას არ იშურებს, რათა რუსეთმა თავისი საოკუპაციო პოლიტიკა შეცვალოს და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარების პოლიტიკას დაუბრუნდეს. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში, რომელი ოკუპირებულ ტერიტორიებს ეხება სიახლე არაფერია. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველოს ოკუპირებული სოხუმისა და ცხინვალის მიმართ ძალის გამოუყენებლობის შესახებ გარანტიების გასცემა და ე.წ. საზღვრების დემარკაცია მოსთხოვა.