რუსეთ-უკრაინის ომში ფრონტის ხაზზე ვითარება კვლავ დაძაბულია, დიპლომატიური მიმართულებით კი ვაშინგტონსა და კიევს შორის უთანხმოება იზრდება. დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მხარეები ენერგეტიკულ ობიექტებზე დარტყმების შეწყვეტაზე შეთანხმდნენ, თუმცა ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ რუსეთისგან შეთანხმების დადასტურება არ მიუღია. ამავდროულად, ცნობილი ხდება, რომ შვიდი ამერიკელი სენატორი - როგორც “დემოკრატიული” ასევე “რესპუბლიკური” პარტიიდან, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ რუსული დიზელის საწვავის იმპორტის დაშვების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას ეხმაურება და აცხადებს, რომ აშშ-მა ვლადიმერ პუტინი ფინანსური რესურსით არ უნდა უზრუნველყოს. რა განცხადებები ვრცელდება ომში მყოფი მხარეების ლიდერებისგან და რა პოზიცია აქვთ ევროპელ პოლიტიკოსებს დონალდ ტრამპის ინიციატივასთან დაკავშირებით.