რუსეთმა საქართველოდან ღვინის, კონიაკის, ლუდისა და მინერალური წყლის იმპორტი აკრძალა - რას უკავშირებს ოპოზიცია ამ გადაწყვეტილებას? - Palitra News

რუსეთმა საქართველოდან ღვინის, კონიაკის, ლუდისა და მინერალური წყლის იმპორტი აკრძალა - რას უკავშირებს ოპოზიცია ამ გადაწყვეტილებას?

2026-10-12 12:46:45+04:00

რუსეთმა საქართველოდან ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელების იმპორტი აკრძალა. აკრძალულ სასმელებს შორისაა ღვინო, კონიაკი, ლუდი, „კოკა-კოლა“ და მინერალური წყალი „ნაბეღლავი“. გადაწყვეტილება ევრაზიის ეკონომიკური კომისიის საბჭოს შესაბამისი დადგენილების საფუძველზე მიიღეს. რუსეთის მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და ადამიანის კეთილდღეობის ზედამხედველობის ფედერალურმა სამსახურმა დროებითი სანიტარიული ზომები აამოქმედა და რუსეთში იმ პროდუქტების შეტანა და გაყიდვა აკრძალა, რომლებიც ქვეყანაში მოქმედ მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს. ოპოზიციაში ამბობენ, რომ „ქართული ოცნების“ პოლიტიკამ ქვეყანა ეკონომიკური გამოწვევების წინაშე დააყენა.