გალუზინის შეხვედრა გაეროს, ეუთოსა და ევროკავშირის წარმომადგენლებთან - რუსეთის მოთხოვნები საქართველოს - Palitra News

გალუზინის შეხვედრა გაეროს, ეუთოსა და ევროკავშირის წარმომადგენლებთან - რუსეთის მოთხოვნები საქართველოს

2026-10-12 12:42:44+04:00

რუსული მხარე საქართველოსგან ოკუპირებული სოხუმისა და ცხინვალის მიმართ ძალის გამოუყენებლობის შესახებ გარანტიების გასცემასა და და ე.წ. საზღვრების დემარკაციას ითხოვს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მიხაილ გალუზინმა 9 ოქტომბერს ამ საკითხზე ვიდეოკონფერენციის ფორმატში შეხვედრა გამართა გაეროს, სამხრეთ კავკასიაში ეუთოსა და ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენლებთან.