ვფიქრობ, დროა, ვიმსჯელოთ იმაზე, თუ რა ეტაპზე ვიმყოფებით და რა როლის შესრულება შეუძლია საქართველოს. ჩვენთვის, რა თქმა უნდა, საქართველო შავი ზღვის რეგიონის ქვეყანაა, - ამის შესახებ ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ველისლავა პეტროვა-ჩამოვამ ლუქსემბურგში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრამდე ჟურნალისტებს განუცხადა.
„ძალიან მნიშვნელოვანია მათი ჩართვა დიალოგში იმის შესახებ, თუ როგორ უზრუნველვყოფთ შავი ზღვის უსაფრთხოებას. ამიტომ, სერიოზულად უნდა დავფიქრდეთ იმ სექტორულ მიმართულებებზე, სადაც მათი როლი მნიშვნელოვანი იქნება, და მათთან დიალოგი გადამწყვეტია. შესაბამისად, ვფიქრობ, კარგი დროა ამ საკითხზე საუბრის დასაწყებად“, - აღნიშნა მინისტრმა.