ძამას ხეობაში ექსკურსიის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა - არსებული ინფორმაციით, 6 პირი დაშავდა - Palitra News

ძამას ხეობაში ექსკურსიის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა - არსებული ინფორმაციით, 6 პირი დაშავდა

2026-10-12 11:11:02+04:00

ძამას ხეობაში ექსკურსიის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად 6 პირი დაშავდა, მათგან 4 არასრულწლოვანია.

„ქართლის ამბების“ ინფორმაციით, დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

შემთხვევა გუშინ მოხდა.

როგორც „ინტერპრენიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება დაწყებულია 276-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს მოძრაობის წესების დარღვევას, რამაც სხეულის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.