10 ოქტომბერს ბიბლუსის ყოფილ გენერალურ დირექტორს, ირაკლი გაგნიძეს 44 წელი შეუსრულდებოდა. ადამიანი, რომელმაც საქართველოში წიგნიერების განვითარებაში უდიდესი წვლილი შეიტანა, მეგობრებმა, ოჯახის წევრებმა და თანამშრომლებმა კიდევ ერთხელ გაიხსენეს. მისთვის მიძღვნილ საღამოზე ახლობლებმა ირაკლი გაგნიძის განვლილ გზაზე ისაუბრეს და მასთან დაკავშირებული მოგონებები გაუზიარეს ერთმანეთს.