ნეპალში ძლიერმა წყალდიდობამ სახლები და ხიდები წაიღო, სულ მცირე, ხუთი ადამიანი კი დაკარგულად ითვლება - Palitra News

ნეპალში ძლიერმა წყალდიდობამ სახლები და ხიდები წაიღო, სულ მცირე, ხუთი ადამიანი კი დაკარგულად ითვლება

2026-10-12 09:37:18+04:00

ნეპალში ძლიერმა წყალდიდობამ სახლები და ხიდები წაიღო, სულ მცირე, ხუთი ადამიანი კი დაკარგულად ითვლება. სტიქია გორხას რაიონში, მდინარე ბუდჰი განდაკის ხეობაში, მეწყერის შედეგად მდინარის კალაპოტის დროებითი ჩახერგვისა და წყლის მოზღვავების შემდეგ განვითარდა. მაშველებმა 49 ადამიანის გადარჩენა შეძლეს. ხელისუფლებამ მდინარის ქვედა დინებაში მცხოვრებ მოსახლეობას ევაკუაციისკენ მოუწოდა. დაზიანებულია გზები და ჰიდროენერგეტიკული ინფრასტრუქტურაც.