საქართველოს ეროვნულმა ბანკმა კრიპტო კომპანია „ბიტექს ჩეინჯის“ დაჯარიმებასთან დაკავშირებით დამატებითი განმარტება გაავრცელა. უწყების ცნობით, კომპანიას სანქცია ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის წესების დარღვევისთვის დაეკისრა. ეროვნული ბანკი ასევე გამოეხმაურა საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის, სამეწარმეო საქმიანობაში შესაძლო უკანონო მონაწილეობის საკითხს და განაცხადა, რომ მის ქმედებებს ემიჯნება. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ საქმეზე სრულფასოვანი გამოძიება უნდა ჩატარდეს და ყველა კითხვას პასუხი რაც შეიძლება სწრაფად გაეცეს.