თურქეთში ტურისტული ავტობუსისა და ევაკუატორის შეჯახების შედეგად, სულ მცირე 11 ადამიანი დაიღუპა, 27 კი დაშავდა - Palitra News

თურქეთში ტურისტული ავტობუსისა და ევაკუატორის შეჯახების შედეგად, სულ მცირე 11 ადამიანი დაიღუპა, 27 კი დაშავდა

2026-10-11 16:45:51+04:00

დასავლეთ თურქეთის მანისას პროვინციის ახისარის რაიონში, ავტომაგისტრალის შესასვლელთან ტურისტული ავტობუსისა და ევაკუატორის შეჯახების შედეგად, სულ მცირე 11 ადამიანი დაიღუპა, 27 კი დაშავდა, - ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

მანისას გუბერნატორის ოფისის განცხადებით, ავტობუსი ბურსადან იზმირის მიმართულებით გადაადგილდებოდა, როდესაც ავარია მოხდა.

ადგილზე სასწრაფო სამედიცინო და სამაშველო ჯგუფები გაიგზავნა, დაშავებულები კი სამკურნალოდ საავადმყოფოებში გადაიყვანეს; გავრცელებული ცნობით, მათგან ორი მძიმე მდგომარეობაში იმყოფება.

თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა მუსტაფა ჩიფჩიმ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში აღნიშნა, რომ შესაბამის უწყებებთან ერთად ყურადღებით აკვირდება საპასუხო ზომების გატარების მიმდინარეობას.