გურჯაანში ღვინის ფესტივალი მეათედ ჩატარდა. ღონისძიებას პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი და მთავრობისა და პარლამენტის წევრები დაესწრნენ. სტუმრებმა მეღვინეობის, სამეწარმეო, ეთნოგრაფიული და გასტრონომიული სივრცეები დაათვალიერეს. პრემიერის შეფასებით, ფესტივალი ქართული ღვინის პოპულარიზაციას ხელს უწყობს, რადგან ღვინო ქვეყნის კულტურისა და იდენტობის განუყოფელი ნაწილია. საიუბილეო წლის მთავარი თემა „თანამედროვე მემკვიდრეობა“ იყო.