საფრანგეთში მოსწავლეთა საპროტესტო გამოსვლები მასშტაბურ სახეს იღებს. პროტესტის მიზეზებად განათლების სისტემაში რესურსების ნაკლებობა, გადატვირთული კლასები და მოძველებული ინფრასტრუქტურა სახელდება. რამდენიმე დღეში აქციებმა სკოლების ბლოკირებიდან ქუჩის დაპირისპირებამდე გადაინაცვლა. დაშავებულთა შორის არიან მოსწავლეები, პოლიციელები და მასწავლებლები.