ევროპარლამენტის ლიბერალთა და დემოკრატთა ალიანსი ევროკავშირს საქართველოში მოქმედი კონკრეტული პირების წინააღმდეგ მიზანმიმართული სანქციების დაწესებას სთხოვს. ALDE-ის წერილი ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, კაია კალასსა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ მარტა კოსს გაეგზავნა. ალიანსი სანქციების საფუძვლად საქართველოში რეპრესიებსა და დემოკრატიული პროცესების შეზღუდვას ასახელებს.