4 ოქტომბერს პრეზიდენტის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებს „ქართული ოცნება“ ხელისუფლების არშემდგარ დამხობად აფასებს. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ მაშინ ხელისუფლების დამხობის ძალადობრივი გეგმა დამარცხდა. მათივე შეფასებით, ამ პროცესში უცხოური მხარდაჭერაც იკვეთებოდა. ოპოზიციაში კი გასული წლის 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებს განსხვავებულად აფასებენ. ხელისუფლების ოპონენტების ნაწილი აცხადებს, რომ 4 ოქტომბერს განვითარებული მოვლენები ქართული ოცნების მიერ დაგეგმილი პროვოკაცია იყო.