4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულები: მურთაზ ზოდელავა, ლაშა ბერიძე და გური ჟვანია საპროცესო შეთანხმებას ითხოვენ.
საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით მოთხოვნა მსჯავრდებულებმა სასამართლო პროცესზე დააყენეს.
პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სააპელაციო სასამართლოში მხოლოდ დაცვის მხარემ გაასაჩივრა.
თბილისის საქალაქსო სასამართლოს განაჩენის თანახმად, ლაშა ბერიძეს - 7 წლით, მურთაზ ზოდელავას - 7 წლით, პაატა ბურჭულაძეს - 7 წლით, ირაკლი ნადირაძეს - 7 წლით, პაატა მანჯგალაძეს - 7 წლით, გური ჟვანიას - 5 წლით, ნიკა გვენცაძეს - 5 წლით, ირაკლი ჩხვირკიას - 5 წლით, ირაკლი შაიშმელაშვილს - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვთ მისჯილი.