პენიტენციურმა სამსახურმა მორიგი კადრები გამოაქვეყნა
სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში აცხადებენ, რომ მე-6 დაწესებულებაში მსჯავრდებულების დეესკალაციის საკნებში გადაყვანა გიორგი დავითაძის მიმართ სოლიდარობის გამოხატვასთან არ არის დაკავშირებული.
როგორც უწყება განმარტავს, ერთ-ერთმა მსჯავრდებულმა დაწესებულების დირექტორის მოადგილეს საკანში შესვლის მცდელობისას მუცელში ფეხი ჩაარტყა. გიორგი დავითაძის მიერ მცირე ზომის საგნების გადაყლაპვის ფაქტს სახალხო დამცველის აპარატიც სწავლობს. მათი განცხადებით, დავითაძემ საგნების გადაყლაპვა დაადასტურა, თუმცა კლინიკაში გადაყვანაზე უარს ამბობს. პატიმრის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე რამდენიმე დღეა მსჯელობენ საზოგადოებასა და პოლიტიკურ სპექტრშიც .