რამდენიმე წუთში 4 მუნიციპალიტეტში შუალედური არჩევნებისთვის საარცდევნო უბნები დაიხურება. ცესკოს პრესპიკერის, ნათია იოსელიანის განცხადებით, მთელი დღის განმავლობაშიო ხმის მიცემა მშვიდ ვიტარებაში მიმდინარეობდა. ვანში, წალკაში, დმანისსა და ახმეტაში ამომრჩევლები ოთხ მაჟორიტარ წევრს ირჩევენ. არჩევნებისთვის ოთხივე ოლქში შვიდი უბანია გახსნილი. ამომრჩეველთა რაოდენობა 2 225-ს შეადგენს. რეგისტრირებულია ორი პარტიის მიერ წარდგენილი შვიდი კანდიდატი. დმანისში, წალკასა და ვანში „ქართული ოცნების“ და „ძლიერი საქართველო-ლელოს“ კანდიდატები მონაწილეობენ, ახმეტაში კი მხოლოდ „ქართული ოცნების“ კანდიდატია რეგისტრირებული. კენჭისყრისას ელექტრონული და ტრადიციული მოდელები გამოიყენება.