გერმანული „ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი“ საქართველოში მუშაობის შეწყვეტაზე განცხადებას ავრცელებს - Palitra News

გერმანული „ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი“ საქართველოში მუშაობის შეწყვეტაზე განცხადებას ავრცელებს

2026-10-02 21:22:19+04:00

გერმანული „ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი“ საქართველოში მუშაობის შეწყვეტაზე განცხადებას ავრცელებს. შესაბამისი განცხადება „თავისუფლებისთვის ფრიდრიხ ნაუმანის ფონდის“ ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

„2026 წლის 30 სექტემბერს „თავისუფლებისთვის ფრიდრიხ ნაუმანის ფონდმა“, მისი მმართველობის გადაწყვეტილებით, შეწყვიტა საქართველოში საქმიანობა და დახურა თავისი ოფისი თბილისში. ეს ნაბიჯი მარტივი არ იყო, მაგრამ გარდაუვალი იყო.

საქართველოს მთავრობის ქმედებები შეუძლებელს ხდის „ფრიდრიხ ნაუმანის ფონდისთვის“ ქვეყანაში მუშაობის გაგრძელებას. წელს ჩვენმა ფონდმა განაცხადი შეიტანა „გრანტების შესახებ“ ახალი კანონის ფარგლებში, რათა გაეგრძელებინა პროექტების დაფინანსება და პარტნიორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა. საქართველოს ხელისუფლებამ მოითხოვა, რომ პროგრამის თითოეული კომპონენტი დაექვემდებაროს საქართველოს მთავრობის პრიორიტეტებს და რომ ყველა აქტივობები საჭიროებენ შესაბამის დასტურებს. ეს პირობები თავისი არსით ძირს უთხრიან ლიბერალური ფონდისთვის ქმედებისთვის საჭირო თავისუფლებას. ამისდა მიუხედავად, ჩვენმა განაცხადმა ყველანაირი შესაძლებლობა შეისწავლა საქართველოში მუშაობის გასაგრძელებლად და მათ მხარდასაჭერად, ვინც ქვეყნის დემოკრატიული მომავლისთვის მუშაობენ. თუმცა, ეს განაცხადი უარყოფილ იქნა 2026 წლის 28 ივლისს. შესაბამისად, ჩვენ ვერანაირ შესაძლებლობებს ვერ ვხედავთ მუშაობისთვის, რომელიც თანხვედრაშია ჩვენს ღირებულებებთან და პრინციპებთან.

ჩვენი ფონდი საქართველოშია 2002 წლიდან. ამ დროის განმავლობაში, ჩვენ ინტენსიურად ვმუშაობდით ბევრ პარტნიორ ორგანიზაციებთან და ლიბერალურ ფიგურებთან - თავისუფალი საზოგადოებისთვის, საქართველოს ევროპული მომავლისთვის, და ჩვენს საზოგადოებებს შორის მჭიდრო დიალოგისთვის. დიდი ხნის განმავლობაში საქართველო იმედისა და დემოკრატიული პროგრესის სიმბოლო იყო.

გავაგრძელებთ იმ ქართველების გვერდში დგომას, ვინც თავიანთ ქვეყანაში თავისუფალი და დემოკრატიული წყობისთვის იბრძვიან. ხმას მივცემთ საზღვარგარეთ და მხარს დავუჭერთ თავიანთი ერისთვის თავისუფალი და დემოკრატიული მომავლისთვის მუშაობაში.

მადლობას ვუხდით ჩვენს თანამშრომლებს, ყველა პარტნიორს და მეგობრებს, ვინც შესაძლებელი გახადა ჩვენი მუშაობა. ბოლო წლების განმავლობაში, ბევრ მათგანს მოუწია სულ უფრო დიდი პერსონალური რისკების აღება, როდესაც ისინი თავიანთ ქვეყანაში თავისუფალი და დემოკრატიული წყობის დასაცავად გამოდიოდნენ. ჩვენ, შესაბამისად, დიდ შეშფოთებით ვუყურებთ საქართველოში პოლიტიკურ მოვლენებს,” - ნათქვამია განცხადებაში.