მარნეულში 13 წლის გოგოს მშობიარობის საქმეზე შსს-მ გამოძიება დაიწყო - Palitra News

მარნეულში 13 წლის გოგოს მშობიარობის საქმეზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

2026-10-01 21:00:09+04:00

მარნეულში 13 წლის მოზარდის მშობიარობის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

გავრცელებული ინფორმაციით, მარნეულის სამშობიაროში მოზარდმა ტყუპები გააჩინა, რომელთაგანაც ერთ-ერთი გარდაიცვალა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 16 წლამდე პირთან სქესობრივ კავშირს გულისხმობს.