გია ხუხაშვილი - ღარიბაშვილი პოლიტიკური გვამია, რაც ბიძინამ მშვენივრად იცის - არ ვამბობ, რომ ეპისტოლარულ ჟანრში გადანაცვლება ივანიშვილის ინიცირებული იყო, მაგრამ ახლა ეს უკვე მისი თამაშია, საჭირო მომენტში კობახიძის წინააღმდეგ - Palitra News

გია ხუხაშვილი - ღარიბაშვილი პოლიტიკური გვამია, რაც ბიძინამ მშვენივრად იცის - არ ვამბობ, რომ ეპისტოლარულ ჟანრში გადანაცვლება ივანიშვილის ინიცირებული იყო, მაგრამ ახლა ეს უკვე მისი თამაშია, საჭირო მომენტში კობახიძის წინააღმდეგ

2026-09-30 21:56:15+04:00

ღარიბაშვილი ბიძინას ელაპარაკება - როგორც კი კობახიძეს მოხსნიან, ღარიბაშვილის ეპისტოლეები დამთავრდება , - ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა “პალიტრანიუსის” გადაცემა “360 გრადუსში” განაცხადა, რითაც ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ბოლოდროინდელ წერილებს ეხმაურება.

გია ხუხაშვილის თქმით, ირაკლი ღარიბაშვილების წერილები შეიძლება ბიძინა ივანიშვილის ინიცირებული არაა, მაგრამ ის ამ პროცესის მოსარგებლეა.

„ღარიბაშვილი პოლიტიკური გვამია, რაც ბიძინამ მშვენივრად იცის. ახლა გვერდიდან უყურებს. არ ვამბობ, რომ ღარიბაშვილის ეპისტოლარული ჟანრში გადანაცვლება ბიძინას ინიცირებული იყო, მაგრამ ახლა მოსარგებლე ის არის. ბიძინა სარგებლობს, ეს უკვე ბიძინას თამაშია იმისთვის, რომ საჭირო მომენტში კობახიძეს ეს ყველაფერი წარუდგინოს.

ივანიშვილი ეტყვის: „ერთი პატიმარი ჩაგაბარეთ და ვერ მოგივლიათ, სკანდალში გადაიჩეხეთ“. მეორე, „წარმატებაზე რომ „ბლატაობთ“, ღარიბაშვილს მეტი აქვს გაკეთებული,“ [ღარიბაშვილის დროს] „ეპიდემია იყო, მოღალატე გახარია მომაშორა, ქვეყანაში ძალაუფლება დაასტაბილურა, ის ციხეში ზის და შენ რომ ყელყელაობ, მაგარი ბიჭი ვარო, რაის მაგარი ბიჭი ხარ? არ ამბობს მართალს ღარიბაშვილი წერილში? ყველაფერი მართალია, რაც უწერია“.

მე [ივანიშვილის] ქმედებები გაგაცანით, როცა ამის მომენტი დადგება. როცა დაჭირდება, რომ მთელი ცოდვები, რაც დაგროვდა, აკიდოს და ჩარეცხოს, დააყენებს კედელთან და ანგარიშებს წაუყენებს ბატონ კობახიძეს ბიძინა ივანიშვილი. ერთი პერიოდი კობახიძეს გაუჩნდა ილუზია, რომ თვითონ არის პოლიტიკური მოთამაშე. არანაირი პოლიტიკური მოთამაშე არ ხარ, პოლიტიკური სტატისტი ხარ, მეტი არაფერი არ ხარ“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.