ნაერთი ბიუჯეტი თითქმის 2 მილიარდით იზრდება. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, 70 წელს ზემოთ პირებს პენსია 60 ლარით მოემატება და 555 ლარი გახდება, იგივე ასაკობრივი კატეგორიის ხალხს, რომლებიც მთაში ცხოვრობენ, 665 ლარი ექნებათ. 70 წელს ქვემოთ პირების შემთხვევაში კი პენსია 20 ლარით მოიმატებს. ხელფასები ამ ეტაპზე, 8.4-ით მოიმატებს საჯარო სექტორში. პაატა კვიჟინაძის განცხადებით, კომიტეტებში განხილვები ორშაბათიდან დაიწყება.