"ერთა ლიგის" მეორე ტურში საქართველოს საფეხბურთო ნაკრები კიდევ ერთ საშინაო მატჩში უკრაინის ნაკრებს უპირისპირდება.
შეხვედრა "დინამო არენაზე" მიმდინარეობს.
საქართველოს ნაკრებმა „ერთა ლიგის“ პირველი ტური მარცხით დაიწყო ჩრდილოეთ ირლანდიის საფეხბურთო ნაკრებთან - მინიმალური ანგარიშით 0:1. უკრაინის ნაკრებმა კი პირველ ტურში უნგრეთში 1:0 გაიმარჯვა.
როგორც ცნობილია, საქართველოს ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს - რამაზ სვანაძე. ვილი სანიოლმა საქართველოს ნაკრები რამდენიმე დღის წინ დატოვა.