ნიკა გვარამია - შემდეგი ნაბიჯები აუცილებლად უნდა იყოს უფრო ხისტი დაპირისპირება რეჟიმთან - ეს შეგვიძლია ბევრს, პრინციპული და უშიშარი წინააღმდეგობით - Palitra News

ნიკა გვარამია - შემდეგი ნაბიჯები აუცილებლად უნდა იყოს უფრო ხისტი დაპირისპირება რეჟიმთან - ეს შეგვიძლია ბევრს, პრინციპული და უშიშარი წინააღმდეგობით

2026-09-27 22:02:56+04:00

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი, ნიკა გვარამია დარწმუნებულია, რომ ოპოზიციის „შემდეგი ნაბიჯები აუცილებლად უნდა იყოს უფრო ხისტი დაპირისპირება რეჟიმთან”, რაც არის „უფრო დიდი აქციები“ და „რეჟიმის რყევის გაგრძელება“.

გვარამია ამბობს, რომ ახლა მმართველი პარტია „ისტერიაშია“ და შეცდომებს უშვებს, ამ ფონზე კი „უშიშარ წინააღმდეგობას“ შეუძლია „ქართულ ოცნებას“ იმდენად დიდი შეცდომები დააშვებინოს, რომ შეუქცევად პროცესამდე მიიყვანოს.

„ვინმეს თუ აქვს ილუზია, რომ რეჟიმი თავისით იჭერს ერთმანეთს, ხნის ხალხს, ჩხრეკს, აპატიმრებს, აგერ ბოლო პერიოდში მამუკა მდინარაძესაც ამზადებენ მაგისთვის, ეს ცხადია, ილუზიაა და მცდარია. რეჟიმი ბუნებრივია რყევის გამო არის ისტერიულ მდგომარეობაში და უშვებს შეცდომებს. ეს უნდა გავაგრძელოთ, ვიდრე ასეთი შეცდომების რაოდენობა იმდენად დიდი არ იქნება, რომ რეჟიმისთვის პრაქტიკულად შეუქცევად ზიანს მოიტანს. მგონია, რომ ეს შეგვიძლია. შეგვიძლია ბევრს და შეგვიძლია პრინციპული და უშიშარი წინააღმდეგობით“, - დასძენს გვარამია.