თბილისში მარში - „აფხაზეთი საქართველოა, დიდება გმირებს - რუსეთი მტერია“ მიმდინარეობს - Palitra News

თბილისში მარში - „აფხაზეთი საქართველოა, დიდება გმირებს - რუსეთი მტერია“ მიმდინარეობს

2026-09-27 20:57:14+04:00

თბილისში, მარში - „აფხაზეთი საქართველოა, დიდება გმირებს - რუსეთი მტერია“ მიმდინარეობს.

მსვლელობის მონაწილეები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან შეიკრიბნენ და გმირთა მოედნისკენ მიემართბიან. მათ გაშლილი აქვთ ბანერი: „ აფხაზეთი საქართველოა, დიდება გმირებს - რუსეთი მტერია“

მარშის მონაწილეებმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაც გადაკეტეს. მსვლელობის შემდეგ ისინი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული გმირებს პატივის მიაგებენ.

მარშზე იმყოფებიან პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებიც.