უხვი ნალექით გამოწვეული წყალდიდობის გამო ტაილანდის ხელისუფლებამ ბანგკოკი სტიქიური უბედურების ზონად გამოაცხადა. წყალდიდობის შედეგად დატბორილია გზები და საცხოვრებელი სახლები. ზოგიერთ ადგილას ავტომობილები წყალში ჩაიძირა, ადამიანებს გადაადგილება წელამდე წყალში უწევედათ. საგანგებო მდგომარეობა ქალაქის 50-ვე რაიონში გამოცხადდა. სტიქიით დაზარალებულთათვის დროებითი თავშესაფრები და საველე სამზარეულოები ეწყობა. დაზარალებულებს დროებით საცხოვრებლად სკოლების გამოყენებაც შეეძლებათ. მოსახლეობას მოუწოდებენ, აუცილებლობის გარეშე სახლიდან არ გავიდნენ და გადაადგილებისგან თავი შეიკავონ.